რეზონანსი
22.12.2025

არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ , - ამის შესახებ გასული წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძე წერილში წერს, რომელსაც მოძრაობა „დაფიონი" ავრცელებს.

ცეცხლაძის თქმით, ის არ არის შეცდომაში შეყვანილი და ყველა ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი, ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს იგივე პრინციპით.

"მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის", - წერს წერილში ცეცხლაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×