რეზონანსი
22.12.2025

ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? - ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი , - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულმა 21 წლის მათე დევიძემ განაცხადა.

მან შეწყალების საკითხს "სისულელე" უწოდა.

„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი", - განახადა მათე დევიძემ, რომლის განცხადებასაც „რადიო თავისუფლება" ციტირებს.

მათე დევიძის თქმით, მისი ბრძოლა იქნება ბოლომდე.

„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც", - განაცხადა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარბაზი დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×