რეზონანსი
23.12.2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის განცხადებას, სადაც მეყანწიშვილი აღიარებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.

ექსპერტის შეფასებით, სირცხვილია ირმა ინაშვილის და დათო თარხნიშვილის საქციელი. მისივე თქმით, სახელი უნდა გამოუცვალონ პარტიას და " მოღალატეთა ალიანსი" დაარქვან.  

"ამდენი მოღალატე ამ პატარა ქვეყანაში მეტისმეტია. სულ მიკვირს როგორ მოვედით აქამდე. სირცხვილი ირმა ინაშვილს და დათო თარხნიშვილს, სახელი მაინც გამოუცვალონ თავის პარტიას, " მოღალატეთა ალიანსი", ეს სახელი უფრო შეეფერებათ. მოვა დრო, როცა ყველა მიხვდება რა როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობისთვის.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×