რეზონანსი
23.12.2025

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×