რეზონანსი
23.12.2025

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დიდი ხანია ამბობდნენ - რომ პროტესტს დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები მართავენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

"მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული. ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. იგივე "პატრიოტთა ალიანსზე" შეგვიძლია ვისაუბროთ, იგივე "ალტ ინფოზე" შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან კარგი მაგალითი იყო, როდესაც ამ ვითომდა იდეოლოგიურად განსხვავებულმა პარტიებმა დაიწყეს ბინძური, არაბიზაციის კამპანია და ამით ლუსტრირება მოხდა იმისი, რომ ყველა აქტორი იმართება ერთი ძალით, ერთი ვერტიკალით და ერთ-ერთი ახალგაზრდის მხრიდან, რომელიც აქციებში მონაწილეობს გუშინდელი წამოცდენა იყო თუ აღიარება, რომ პირდაპირ ჩართულია ბატონი თარხან მოურავი და ქალბატონი ინაშვილი, რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივი, ლოგიკური გაგრძელებაა ამ ყველაფრის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×