რეზონანსი
23.12.2025

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება გრიგოლ ლილუაშვილთან სასამართლო დავის წაგებასთან დაკავშირებით. სამხარაძე კითხვით მიმართავს ოპოზიციურ ტელევიზიებს მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით „ვერ წარადგინეთ სასამართლოში პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?“.

„შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო პრეტენზია რომ გაქვთ, გწყინთ, როცა ხალხში მატყუარების სახელი გაქვთ და შავნოდარას ბლუკუნით იყენებთ სიტყვათა კავშირს - “უტყუარი მტკიცებულებები”. ვერ წარადგინეთ სასამართლოში, პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ? საკუთარ რეპუტაციაზე თქვენ არ ზრუნავთ და შეგუებულებიც ხართ საზოგადოებისგან სამართლიან კრიტიკას, ფული კიდევ ყველაზე მეტად გიყვართ და რა წააგეთ ლილუაშვილთან სასამართლო დავაში წაგებით? არაფერიც! პირიქით უფრო მეტი თვალის დახუჭვა და ხელშეწყობა! უხ თქვენი ანიტა თავი არ გაიშვას! ხალხმა ყველაფერი იცის და აბოლეთ ერთმანეთი!“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×