
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია სუს-ის ყოფილი უფროსის, გიორგი ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის შესაძლო კავშირს გამოეხმაურა:
„ჩემთვის ძალიან სასაცილოა, როდესაც ამ ტიპის ბრალდებებს ვისმენ - ვიღაცას რაღაც სიუჟეტის მასალას აწვდი. მე მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი უნდა გასამართლდეს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, მათ შორის არის ქოლცენტრების საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება. „ნეიტრალურ საქართველოში“ საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე ქოლ-ცენტრებიდან დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური ქოლ-ცენტრები ხელშეუხებელი თემა იყო.