
ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა პროდუქტის ფასებია, რომელსაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ცალსახად მისასალმებელია, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დროს, მოკვლეული უნდა იყოს, რატომ იზრდება ფასები მაშინ, როცა ერთი და იმავე პროდუქტი სხვა ქვეყანაში გაცილებით უფრო იაფი ღირს.
„ეს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ ქვეყანაში მუშა ხელის დაქირავება უფრო ძვირია, ასევე ტრანსპორტირება და პროდუქტის გასაყოფი ადგილის ქირავნობაც. ამ თვალსაზრისით საქართველოში ფასების ნაკლებობის მიუხედავად, საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება. ეს ის პროდუქტებია, რომელსაც თითოეული მოქალაქე მოვიხმართ. საჭიროა, გაირკვეს, ხომ არ არის კარტერული გარიგებები და შეთანხმებები, რის გამოც ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებში უფრო მეტი ფასი გადაახდევინონ. პრემიერის გადაწყვეტილება იმის მაგალითია, თუ როგორ უსმენს ხელისუფლება ხალხში არსებულ გამოწვევებს და ამაზე რეაგირებს. საპარლამენტო კომისია შეიქმნება და ამ მიმართულებით მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება“, - განაცხადა გორდულაძემ.