რეზონანსი
24.12.2025

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე! როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს“.

მისი შეფასებით, ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, როცა უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს.

„პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე!

როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტელური გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს! ეს ნიშნავს მომხმარებლის დაცვას, ჯანსაღ კონკურენციას და პასუხისმგებლიან ბაზარს.

ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, როცა უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს“, - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×