რეზონანსი
24.12.2025

მოსახლეობამ მოისმინა პრემიერ-მინისტრის განცხადება და დასახული ღონისძიებები სურსათის მართლაც რომ მაღალ ფასების პრობლემასთან დაკავშირებით, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

მისი შეფასებით, პრემიერის განცხადება არის ერთგვარი „ყვითელი ბარათი“ ბაზრის ცალკეული მოთამაშეებისათვის, რომ გონს მოეგონ.

„მოსახლეობამ მოისმინა პრემიერ-მინისტრის განცხადება და დასახული ღონისძიებები სურსათის მართლაც რომ მაღალ ფასების პრობლემასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ გაკეთდებოდა, ის არ ითქმებოდა რაც ითქვა (მაგ. შესაძლო კარტელურ გარიგებებზე), ხელისუფლებას რომ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონოდა ამაზე. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს განცხადება არის ერთგვარი „ყვითელი ბარათი“ ბაზრის ცალკეული მოთამაშეებისათვის, რომ გონს მოეგონ“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×