რეზონანსი
26.12.2025

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ - იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ - 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×