რეზონანსი
26.12.2025

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სააგენტოს უფროსად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა. ეს ადგილი ვაკანტური სეს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურიშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რომელიც უწყებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება გიორგი იაკობაშვილს, 2016 წლიდან დღემდე ის სააგენტოში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მცენარეთა დაცვის მიმართულებით აგრარულ მეცნიერებაში დოქტორის ხარისხის მფლობელი გიორგი ჩეკურიშვილი, სეს-ში მისვლამდე სხვადასხვა დროს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობდა:

2014-2016 წწ. - USAID/REAP „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი"-ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების მენეჯერი; 2010-2014 წწ.- სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმართულების მენეჯერი/პროექტის მრჩეველი აგრობიზნესის საკითხებში (USAID-ის მიერ დაფინანსებულ ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის სოფლის მეურნეობის კომპონენტი); 2006-2010 წწ.- აგრობიზნესის განვითარების პროექტი (ADA) ფონდი ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო (Millennium Challenge Georgia Fund) საწარმოო ჯაჭვის განვითარების დირექტორი; 2005-2006 წწ. - შპს „ვივა“ - კომერციული დირექტორი; 2004-2005 წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი; 2002-2004 წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2001-2002 წწ. - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ვარკეთილის ღვინის ქარხნის კომერციული დირექტორი; 1994-1997 წწ. - თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს დაგეგვმისა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×