რეზონანსი
26.12.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკვე 90%-ით მზად არის. ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარის ამოცანაა, რომ ეს გეგმა 100%-ით იყოს მზად.

„ის 20-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც ვმუშაობდით, 90%-ით მზად არის. ჩვენი ამოცანაა, ისე გავაკეთოთ, რომ ყველაფერი 100%-ით იყოს მზად. ეს არ არის მარტივი და არავინ ამბობს, რომ ის მაშინვე ასივე პროცენტით იქნება მზად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ ისეთმა შეხვედრებმა, როგორიცაა ფლორიდაში დაგეგმილი მისი პირადი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ხელი უნდა შეუწყოს „სასურველი შედეგის დაახლოებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×