რეზონანსი
25.12.2025

ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

„სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ. მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდი პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა - ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე - როგორი წარმოგიდგენიათ 2026 წელი, რა არის პრეზიდენტის სურვილები - ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მთავარია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ყველა ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მათი სურვილები ასრულდეს. ვხედავდეთ და არ გავატაროთ გამოწვევები, მაგრამ უფრო მეტად ვიყოთ მომართული პოზიტივისკენ. ის რაც ხელოვნურად უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამ მიმართულებითაც დავიწყებთ კანონის საშუალებით ბრძოლას, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი საზოგადოების საჯარო სივრცე.

უსამართლოდ დაჭერილი არავინ არის ჩვენს პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ როგორ შეიძლება თანაგრძნობა არ გქონდეს. მუდმივად განვიხილავთ იმას, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს შეწყალების აქტი და ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ ოჯახებში დაბრუნება. ჩვენ ამას ნათლისღებას აუცილებლად განვახორციელებთ და ყველას ვუსურვებ, რომ თავიანთ ოჯახებში მალე დაბრუნებულიყვნენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„მთავარია პროცესი დაძრულია. არავინ უნდა იყოს [ხელშეუხებელი] ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი ქვეყანა. თუ ინსტიტუციები არ იქნება მაღალ დონეზე, ვერ განვვითარდებით, ვერ ვიქნებით ძლიერი ქვეყანა“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×