რეზონანსი
27.12.2025

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ეხმიანება ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს მიმდინარეობისას გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, უპასუხა: "ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ".

ჩიხელიძის განცხადებით, იმ ფონზე, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სუსს საკუთარ ცოლსაც კი აჭერინებდა, გასაკვირი არ არის, რომ დანაშაული აღიარა, თუმცა, თავად გაემიჯნა.

"დანაშაულის შესახებ აღიარა, უბრალოდ თვითონ გაემიჯნა. რა გვიკვირს, ცოლს აჭერინებდა, დიდი ამბავი მურთაზას გამიჯნოს ქვეცნობიერმა," - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×