
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, რომელიც გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსა.
„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქციით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა), 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღების მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.