
„როცა ისეთი უსაფუძვლოდ ამბიციური და უტვინო მანიაკი ხარ, რომ ქმრის წინააღმდეგ, „დამხობის საქმეზე“ შენივე საჯარო პოსტებს იყენებენ და მაინც არ ისვენებ, მაინც თვითდესტრუქციის სპირალში ხარ, მაინც კატას თხრი“, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის „ფეისბუქ-პოსტს“.
ანი ნადარეიშვილი: „როცა ბოკერიას ცოლს, ნინო ჯღარკავას და ლადო სადღობელაშვილს ერთნაირად გაუხარდათ ბაჩოს დაკავება და ერთნაირად ეწყინათ ჩემი გათავისუფლება, როგორც მინიმუმ, უხერხული უნდა იყოს მისი პატარა ბაბლისთვის.
როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით“.
ამ პოსტს გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი და ანი ნადარეიშვილს უპასუხა:
„როცა ისეთი უსაფუძვლოდ ამბიციური და უტვინო მანიაკი ხარ, რომ ქმრის წინააღმდეგ, „დამხობის საქმეზე“ შენივე საჯარო პოსტებს იყენებენ და მაინც არ ისვენებ, მაინც თვითდესტრუქციის სპირალში ხარ, მაინც კატას თხრი.
აი, ამ სიმართლით ივლის ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაია, მისი მოდგმა, ასევე ამ პოსტის ყველა დამლაიქებელი, რომ ან ახალაიას დაჭერა გამიხარდა, ან ამ გომბიოს გათავისუფლება მეწყინა - ბუნების კანონზომიერებაა და აუცილებლად ამ სიმართლით ივლის. ეს ბირთვული დებილი, კიდევ რომ არ ისვენებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
