
სუს-ში ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით მემუქრებოდნენ, ხელი დაადე ზოდელავა-ბურჭულაძესო და ამ ამ პროცესს ხურავთ? - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე მეია მელქაძეს მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.
ახალაიმ თქვა, რომ სუს-ში მას ტერორი მოუწყეს, თუმცა ამის მიუხედავად მეგობრებს ხელი მაინც არ დაადო. 15 წუთი მომცეს იმისთვის, რომ მურთაზ ზოდელავასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის დამედო ხელი - თქვა სხდომაზე ყოფილმა ძალოვანმა. საფლავიდან ამოვთხრი - ასე შევუთვალე, ვინც ეს შემომითვალა - განაცხადა ახალაიამ პროცესზე.
„მე მითხრეს გასაგებად, რომ ან იტყვი, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მურთაზი და სხვები, თორე დავიჭერთ შენს ცოლსო. დროს მაძლევდნენ 10 წუთი, 15 წუთი, გესმით? და ამ პროცესს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება? უნდა მეთქვა, თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები, არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არის ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი - ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ? პრეცედენტი ამის ვერ ვიპოვე, რაც კაცს უთხრეს, რომ შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღდმეგ არ მისცემ ჩვენებასო. სტალინის ეპოქა გამახსენდა. 13 წლის ძმისშვილი აიყვანეს მძევლად .ტერორისტები ხართ და მე ტერორისტებთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებას“, - განაცხადა ბაჩო ახალაიმ სხდომის დახურვამდე.
ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.