რეზონანსი
27.12.2025

ჩირზე, რომელიც მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ადამიანები ცდილობენ, იპოვონ და მიირთვან ის, რაც მათი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

თუმცა იმის გამო, რომ გამხმარ ხილს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, ჩირის ფასიც არც თუ ისე დაბალია. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეარჩია რამდენიმე სუპერმარკეტი და ბაზარზე არსებული ჩირის ფასები გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია ათობით სახეობის ჩირი. ძირითადად ფასების 35-45 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბაზარზე შეხვდებით გაცილებით ძვირადღირებულ გამხმარ ხილსაც.

ასე, მაგალითად, ქართულ სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირადღირებული ჟოლოს და მოცვის ჩირებია. კერძოდ, 1 კგ. ჟოლოს ჩირის ფასი 125 ლარის ფარგლებშია, ხოლო მოცვის ჩირის ფასი 100 ლარს შეადგენს. ამასთან, სუპერმარკეტებში ყველაზე იაფი ღირს ფინიკი, რომლის ფასიც 15 ლარის ფარგლებშია. მას კი მოსდევს თეთრი ქიშმიში, რომელიც საშუალოდ 22.50 ლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×