რეზონანსი
25.12.2025

 დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას თუ შევხედავთ, თავისი ქმედებებით საქართველოსთან მიმართებაში სრულიად დაცლილია პრაგმატიზმისგან. არაფერი იძებნება ევროპული ინტერესის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ გლობალურად, - ამის შესახებ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის სამწუხაროა რეალობა.

„ევროპული ბიუროკრატია არა საქართველოს ინტერესების, არამედ ევროპული ინტერესების დაცვისგანაც კი დაცლილია, რაც ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოსთან. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი; საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს სწორედ საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც უსაფრთხოების, ასე ეკონომიკური კუთხით. სრულიად არაპრაგმატულია ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ევროპულ ბიუროკრატიას აქვს საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის და კიდევ ოთხი პირისთვის სანქციების დაწესების შესახებ. „თანავუგრძნობ", - უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×