რეზონანსი
27.12.2025

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა. „ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. არსებული მონაცემებით, 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო. 

„გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“, - გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს - საფრთხის დონე საშუალოა.

წყარო: „ბათუმელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×