რეზონანსი
27.12.2025

მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც კითხვის ნიშანი ექნება ბაჩო ახალაიას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ნათელი და ცალსახაა, რომ ბაჩო ახალაია ყველაფერზე წამსვლელია, რათა ხელისუფლება დაიბრუნოს და ძალაუფლება თავიდან ჩაიგდოს ხელში.

„კონკრეტულად რაც შეეხება მის განცხადებას, ფაქტობრივად, თავისივე ჩართვაში აღიარა თანამონაწილეობა. ზოგადად, შნო უნდა მაგას, რომ თავის თავზე აიღო ის, რასაც ჩადიხარ. ახლა აბრალებს ბურჭულაძესა და მის თანამონაწილეს, თურმე, ისინი მართავდნენ ამ პროცესებს. ანუ, მათ ხელი დაადო. ახალაიამ ორივეს ხელი დაადო, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან და რატომღაც ამ ყველაფერში თავად არ მონაწილეობდა“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

მისივე თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ ახალაია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი საქმეებით იყვნენ დაკავებული.

„ესენი არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით შეპყრობილი ადამიანები. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის აქციაც თავიდან ბოლომდე მათი შესრულებულია. რა თქმა უნდა, აქტორები ჰყავდათ სხვა. ეს არის გარე ძალები, რომელთა გეგმას ასრულებდნენ ესენი. პროცესს ბაჩო ახალაია ვერ გაემიჯნება. მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×