რეზონანსი
25.12.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 29 დეკემბრიდან კიდევ უფრო აცივდება.

„აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამ პერიოდიდან თოვლი უფრო მეტად არის

მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში

თოვლის ალბათობა ნაკლებია, იქ უფრო თოვლჭყაპია მოსალოდნელი 29 დეკემ‐

ბრიდან“, – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

რაც შეეხება სხვა დღეებს, საქართველოში 27-28 დეკემბერს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

„26 და 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი: დაბლობში – წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში – თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა ძლიერადაც მოთოვოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით; ბარში შესაძლოა აღინიშნოს თოვლჭყაპი, ზოგან წვიმა და ზოგან თოვლი. აი, ასეთი ამინდია მოსალოდნელი. 28 დეკემბერს დღისით ამინდი ცოტა დაწყნარდება, თუმცა შემდგომში კვლავ

განახლდება. 

31 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი“, –

ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×