რეზონანსი
27.12.2025

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩარევით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრულია.

"მოკლე დროში, საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრული შესაბამისობის ტარიფი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება", - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×