რეზონანსი
27.12.2025

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, ახალაიამ შემდეგნაირად უპასუხა: "ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ".

ანჯაფარიძის შეფასებით, ახალაიას მაინც დანაშაულის აღიარება გამოუვიდა.

"ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა. თან ცოლის IP -ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!" - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა.უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“. მათივე განმარტებით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია, მეუღლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართის საშუალებით ხორციელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×