რეზონანსი
28.12.2025

დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, ტრადიციული საშობაო ცურვა ტრაგედიად დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

25 დეკემბერს ქალაქ ბადლი-სალტერტონის სანაპიროზე საგანგებო სამსახურები და პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ცურვის რამდენიმე მონაწილემ წყალში ჩაძირვა დაიწყო. მაშველებმა რამდენიმე ადამიანი ნაპირზე გამოიყვანეს, რომელთაგან ზოგს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მალევე გახდა ცნობილი, რომ ცურვის დროს ორი მონაწილე გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 40 და 60 წლის მამაკაცები იყვნენ. 26 დეკემბრის დილისთვის მათი პოვნა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიცია და სანაპირო დაცვის სამსახური. როგორც Birmingham Mail წერს, გამოცდილი მოცურავე, რომელიც სანაპიროზე იმყოფებოდა, თუმცა ცურვაში მონაწილეობა არ მიუღია, აღნიშნავს, რომ 25 დეკემბერს ძლიერი ქარი ქროდა და ტალღების სიმაღლე სამ მეტრს აღწევდა. ხელისუფლებას მოქალაქეები ცუდი ამინდის შესახებ წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული და ცურვას არ ურჩევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×