რეზონანსი
28.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×