რეზონანსი
28.12.2025

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ომში მყოფ ქვეყანაში კი კორუფციული სკანდალი გრძელდება - ანტიკორუფციული უწყებების გამოძიების საგანი ხდება უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო ყიდვის ფაქტი, თუმცა უწყებების ინფორმაციით, დაცვის სამსახურები მათ ჩხრეკის ჩატარებაში ხელს უშლიან.

უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც უმაღლესი რადას ახლანდელი წევრებიც არიან.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, თანამშრომლების სამთავრობო შენობაში შესვლას არავინ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ისინი მხოლოდ ამოწმებდნენ ბიუროს თანამშრომელთა ვინაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×