რეზონანსი
28.12.2025

2026 წელს ევროკომისია გააგრძელებს კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ინტენსიურად იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.

„მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×