რეზონანსი
28.12.2025

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმს განიცდიდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო ე.წ. „რესპუბლიკაზე" უზარმაზარ ზეწოლას ახდენდა.

რუსული მედიის თანახმად, ამ პოლიტიკის მაგალითად მან საქართველოს ხელისუფლების მიერ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა დაასახელა.

„ქვეყანა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ტერორიზმის პირობებში იმყოფებოდა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა", - განაცხადა ჯიოევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×