რეზონანსი
28.12.2025

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მედია საშუალები ბრიჯიტ ბარდოს ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა... შექმნა ქალი", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამასთან, ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში", „პარიზელი ქალი", „ბაბეტი მიდის ომში", ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე" და სხვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×