რეზონანსი
28.12.2025

ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს, ბრიუსელი მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად იქცა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდნენ. ისინი არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ გამოუვიდა", - განაცხადა ლავროვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×