რეზონანსი
28.12.2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველზე" გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს , რომ „პრემიერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აუცილებელია ფასების ხელოვნური ზრდის საკითხის სიღრმისეული შესწავლა, მაგრამ ოპოზიციურმა მედიამ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს საახალწლოდ ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა."

ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური კვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სრულიად რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება, თუმცა აუცილებელია საკითხის კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები.

„ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებში აშკარა ისტერიკაა ატეხილი, პრემიერ-მინისტრმა ფასების შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ კი მანიპულაციურად წარმოაჩინეს, თითქოს ფასები შემცირების ნაცვლად, საახალწლოდ ფასები გაიზარდა. სინამდვილეში, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორც წესი, საახალწლო პერიოდში ფასების ზრდა ობიექტური ტენდენციაა. ამას ემატება ისიც, რომ გლეხებს საკუთარი საფასო პოლიტიკა აქვთ, ისინი მთელი წლის განმავლობაში სწორედ საახალწლო ბაზრისთვის ემზადებიან.

ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური მოკვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სავსებით რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება. თუმცა ამისთვის აუცილებელია კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ოპოზიციის რეაქციამ აჩვენა, რომ ისინი კიდევ ერთხელ გაემიჯნენ საკუთარ ამომრჩევლებს, დადგნენ მაღალი სასურსათო ფასების მხარეს და სრულად უგულებელყვეს იმ მოქალაქეების რეალური საჭიროებები, რომელთა სახელითაც საუბრობენ", - წერს ჩიხელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×