რეზონანსი
28.12.2025

ეს ამ ადამიანების ჩვეული სტილია. არ გეგონოთ, რომ მეგობრობა და ძმობა აქვთ ერთმანეთთან, თუნდაც, პოლიტიკური, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიას აღიარებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფოს დამხობის საქმეში თავად არ მონაწილეობდა.

შარმანაშვილი ყველას ურჩევს, მოემზადონ სასამართლო განხილვებისთვის, ვინაიდან საქმე ძალიან მძიმეა და მარტივად თავს ვერ დააღწევენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი კეთილდღეობისთვის, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. მე ამ საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და მეგონა, რომ რაღაცები მაინც ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ იმის მეათედიც არ მცოდნია, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ამას აგრძელებენ მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. ერთმანეთთან დამოკიდებულებაც ასეთი აქვთ. რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და არც თავისიანებს დაინდობენ. არავის დაინდობენ ამ ქვეყანაზე. ამ მორალის ადამიანებთან გვაქვს საქმე. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, ეს მტკიცებულებები არის ძალიან სერიოზული და მათი პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არაფრად გამოადგებათ. მათ ვურჩევ, სერიოზულად მოემზადონ სასამართლო განხილვისთვის, რადგან იმდენად მძიმე და უტყუარი მასალებია ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენენ", - განაცხადა შარმანაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×