რეზონანსი
28.12.2025

პარტია „ხალხის ძალის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივას სამომხმარებლო ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ეხმიანება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული კრიტიკა მიზანმიმართულად აზიანებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროცესს.

„რადიკალების კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისა და კარტელური შეთანხმებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად", - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ მთავრობის ნაბიჯები მიმართულია არაკეთილსინდისიერი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად და არ უკავშირდება საბაზრო მექანიზმებში ჩარევას.

„საქართველოს მთავრობის ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის კრიტიკა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ წამოწყებას, რომელიც ერთნაირად სასიკეთოა როგორც მთავრობის მომხრეებისთვის, ასევე მისი მოწინააღმდეგებისთვის.

რადიკალების კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისა და კარტელური შეთანხმებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. არ არის საუბარი ფასების კონტროლსა და საბაზრო მექანიზმების დარღვევაზე.

ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, რომლებიც ებრძვიან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ნებისმიერ ბაზარზე", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×