რეზონანსი
28.12.2025

ამ ინიციატივას კრიტიკით უპასუხეს ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე წინასაარჩევნოდ დააფრიალებდნენ ფასების მონაცემებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გული მოეგოთ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა სურსათზე ფასების კლებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც წლების წინ საკუთარი თანამემამულეების ხარჯზე გამდიდრდნენ.

„საუბარი მაქვს ამ „ნაცბანდის" წარმომადგენლებზე და კრიტიკას ვისმენთ იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ათი ათასობით ქართველი გააუბედურა, სახლებიდან გამოყარა, ბინები გაუყიდა და ამ გაღატაკებული თანამემამულეების ხარჯზე აიწყეს ცხოვრება, მოითბეს ხელი და გამდიდრდნენ. დღეს ესენი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ პრემიერის პოლიტიკა ფასების კლებაზე მიუღებელია მათთვის", - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×