რეზონანსი
28.12.2025

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) "ტვ პირველს" ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იგი "ქრონიკასთან" აცხადებს, რომ ინტერვიუდან კონკრეტული სიტყვები ამოუჭრეს და განსხვავებულ კონტექსტში წარმოაჩინეს.

მისვე თქმით, სახელმწიფოსთან გამიზნულად დააპირისპირეს.

"ტვ პირველს" ვთხოვე, მაგალითი მოვუყვანე, რომ არ ამომიჭრათ - "მე ამას რომ ვამბობ, არ ამომიჭრათ". პოლიტიკური შეფასებებიდან თავი შორს მიჭირავს, არ ვაკეთებ! მაინც მიმართეს! სულ ვეცადე, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადასულიყო ეს ჩემი ინტერვიუ. პირიქით, მაინც ისე გადამიყვანეს, რომ ლამის სახელმწიფოს დამაპირისპირეს.

სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭირო. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია - სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ ჩაურევლობის შეთანხმება გვაქვს. ვინც როგორ აზროვნებს, თავის თავს ისე წარმოაჩენს.

მთხოვეს პიროვნების დახასიათება. მე დავახასიათე ჩემი აზრით, როდესაც ის სამსახურში იყო - რომელ ნაწილსაც მე ვიცნობ, იმ ნაწილში დავახასიათე. მათ ["ტვ პირველმა"] შეფასებებით, ფრაზებით, სახელმწიფოსთან დამაპირისპირეს. ჩემთან მოსვლა უკვე იყო პროვოკაცია, ვინ მკითხავს მე! ახლა ვაცნობიერებ, რომ უკვე იყო ჩადებული პროვოკაცია", - განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×