
ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პარტნიორებზე.
„ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღეა და ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად, თუმცა, მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილებები, დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. მათზე, ვინც უკრაინას ეხმარება და მათზე, ვინც რუსეთზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსებმა საკუთარი აგრესიის შედეგები იგრძნონ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ძალებმა უკრაინაში 2100-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 800 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 94 რაკეტა გაუშვეს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ევროპელი პარტნიორები შეხვედრას ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან.