
რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ზვიად ავალიანი, ოპოზიციის აქტივისტების მიერ იმ ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებას, რომლებმაც თემურ ჭყონიას კრიტიკა სცადეს პრემიერისთვის მადლობის გადახდასთან დაკავშირებით.
ავალიანის განცხადებით, ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის პრინციპები არ არსებობს.
„რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის.
ჩვენმა ლეგენდარულმა კალათბურთელმა, შერმადინმა რომ პრემიერ კობახიძეს მადლობა გადაუხადა სპორტის უპირობო მხარდაჭერისთვის - რამდენიმე ათეულმა რადიკალმა სტვენა დაუწყო, მოძალადეთა ბაბლმა კი უსაზიზღრესი სიტყვებით გალანძღა.
როდესაც მარტივი ჭეშმარიტება, ანუ პრემიერ კობახიძის მხრიდან სპორტის მხარდაჭერა თემურ ჭყონიამაც აღნიშნა და მადლობა გადაიხადა, იგივე მოძალადე ბაბლი ჭყონიას გადაეფარა და ვინც მისი კრიტიკა სცადა, ყველა მოღალატედ გამოაცხადა.
მიზეზი მარტივია - ჭყონია მათ ფულს უხდის. ამიტომ ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისთვის ელემენტალური პრინციპებიც კი არ არსებობს - მათთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის.“- წერს ზვიად ავალიანი Facebook-ზე.