რეზონანსი
28.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრანის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მასპინძლობს.

ამ წუთებში ორი ქვეყნის ლიდერი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოსში მედიასთან საუბრობს.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი აზრით, პუტინი „სერიოზულად უყურებს მშვიდობას“.

„მე მჯერა, რომ შეთანხმების საფუძველი არსებობს“, - აცხადებს ტრამპი.

მისივე თქმით, ომში „ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ფიქრობს, რომ ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება.

„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი“- აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი“.

„ვფიქრობ, რომ ევროპული ერები მართლაც შესანიშნავად მოქმედებენ და ისინი ეთანხმებიან ამ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას. ისინი ყველა შესანიშნავი ხალხია“, - აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი წელს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში უკვე მესამედ მასპინძლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×