რეზონანსი
28.12.2025

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მიმართულებით მიმდინარე წელს დავამთავრებთ 34% -იანი ნიშნულით მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც ითვლება უსაფრთხო ნიშნულად, თუ გავითვალისწინებთ იგივე ზომის ქვეყნის ეკონომიკებს, სადაც ვალის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

„გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი მომდევნო წლებშიც. საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ შეინარჩუნებს მაკრო ეკონომიკურ სტაბილურობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და აღნიშნა, რომ წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი.

„წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი, რომელიც მერყეობს შვიდ ნახევრიდან რვა პროცენტამდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. მთავარი პრიორიტეტები იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზებს, ასევე საერთაშორისო მაგისტრალებს“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×