რეზონანსი
29.12.2025

დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია - ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. 

მათი თქმით, ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას.

რიკოთის  მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება"- წერია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×