რეზონანსი
29.12.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერთან შეხვედრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების 30-50 წლით გაცემა სთხოვა.

ცნობისთვის, ამჟამად მხარეები უსაფრთხოების 15-წლიანი გარანტიების გაცემის შესაძლებლობას განიხილავენ, რომელთა გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება.

„მე ტრამპს ვუთხარი – ჩვენთან ომი უკვე თითქმის 15 წელია, გრძელდება, ამიტომ ძალიან დიდი სურვილია, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ უკრაინას დიდი სურვილი აქვს განვიხილოთ 30-40-50 წლიანი გარანტიების გაცემის შესაძლებლობა“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ ისეთი უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ დასრულდება, რომლებსაც აშშ-ის კონგრესი და უკრაინის პარლამენტი დაამტკიცებენ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ზავი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ ნიშნავს ომის დასრულებას.

ზელენსკი ამბობს, რომ გარანტიები უნდა მოიცავდეს მონიტორინგს და პარტნიორების ადგილზე ყოფნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×