რეზონანსი
29.12.2025

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები ციხიდან გაათავისუფლოს.

ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

„მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.

ეს ადამიანები უარს ამბობენ შეწყალების მოთხოვნის დაწერაზე, სავაჭრო თემად ისინი არ ივარგებენ და თქვენთვისაც გონივრული იქნება რომ გაათავისუფლოთ, იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა“, - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×