რეზონანსი
29.12.2025

მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს. როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალდების წარდგენას.

„ჩემს მიერ საქართველოდან ამოძირკვული ФСБ-ს კონტროლირებული კრიმინალური სამყარო ივანიშვილმა მთლიანად დააბრუნა. აბა სხვას რას უნდა მოელოდე ოთარ კვანტრიშვილის, რუსეთის "იმერეთის მაფიის" ფულით გამდიდრებულისგან.

სხვათა შორის, FBI-მ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ გაგვაფრთხილა, რომ ამ აქციების უკან იდგნენ უსოიანი და სხვა ქართველი ქურდები და სწორედ "7 ნოემბრის" საქმეზე შემითითხნა ფარცხალაძემ ერთ-ერთი ბრალი.

მე კი გაფრთხილებდით თავის დროზე 90-იანებში დაგვაბრუნებენ - მეთქი.

მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია და ახლა ამ სტატუსს წერს", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×