რეზონანსი
30.12.2025

კონკურენციის სააგენტო, ანტიკორუფციული სამსახური და პარლამენტი - ეს იმ უწყებათა ნაწილია, რომლებიც ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ნორმალიზების მიზნით უკვე მუშაობს. საკანონმდებლო ორგანო ფასების ხელოვნური ზრდის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე აპირებს. გარდა ამისა, სუს-ი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მოძიებას იწყებს, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

მმართველი გუნდი პრემიერის ინიციატივას მიესალმება.

"ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინტერვენცია, ფასების თვალსაზრისით. თუკი აშკარაა, რომ ბაზარზე დადგენილი ფასი არის ხელოვნურად გაზრდილი, არის ზემოგებებზე საუბარი... არ შეიძლება, ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში - სამჯერ ძვირი. შესაბამისად, პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია. საქართველოს პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×