რეზონანსი
30.12.2025

20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც თანხის სანაცვლოდ ადამიანი მოკლა - თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მიმდინარე წლის 28 მარტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ბრალდებულმა ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა დაზარალებული.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×