რეზონანსი
30.12.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთთან ომი 2026 წელს დასრულდება. ომის დასრულების ერთ-ერთ მიზეზად ზელენსკი იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველთა ნაკლებობას განიცდის.

მისი თქმით, რუსეთს ფრონტზე წარმატებები აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად რუსული ჯარი 40 ათასზე მეტი ადამიანით ივსებოდა.

„2025 წელს მათი არმიის რიცხოვნობა აღარ გაიზარდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ომი გაჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინს მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს. ახლა მას პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ხალხი მობილიზაციას მხარს არ უჭერს. მას საზოგადოებასთან პრობლემები ექნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×