რეზონანსი
30.12.2025

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა, სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 ათასი აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს, სამეგრელოში არსებული 142 000 ათასი აბონენტიდან კი 20 000 მდე აბონენტს

„საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სს,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტის დაახლოებით 5 %-ს

საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში.

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×