რეზონანსი
03.01.2026

მსოფ­ლიო მე­დია სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის ძა­ლებ­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში "მას­შტა­ბუ­რი დარ­ტყმა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც ქვეყ­ნის ლი­დე­რი, ნი­კო­ლას მა­დუ­რო და მისი მე­უღ­ლე, სი­ლია ფლო­რე­სი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ქვეყ­ნი­დან უკვე გა­იყ­ვა­ნეს.აშშ-სა და ვე­ნე­სუ­ე­ლას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა პიკს გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბრი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და, რო­დე­საც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვე­ნე­სუ­ე­ლის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ტრამ­პი მა­დუ­როს "ნარ­კო-ტე­რო­რიზ­მში" ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ეს იე­რი­შე­ბი ამე­რი­კა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის დი­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად იყო სა­ჭი­რო.

ამ წუ­თებ­ში კა­რა­კა­სის ქუ­ჩებ­ში მა­დუ­როს მომ­ხრე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა ქვეყ­ნის ნა­წი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. დო­ნალდ ტრამ­პი და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას დღეს გვი­ა­ნო­ბით, მარ-ა-ლა­გოს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­გეგ­მილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აპი­რებს.

ვინ არის სი­ლია ფლო­რე­სი - "პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი" და "რუხი კარ­დი­ნა­ლი" მა­დუ­როს ზურგს უკან

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მას იშ­ვი­ა­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ "პირ­ველ ლე­დიდ". ნი­კო­ლას მა­დუ­რომ მას "პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი" (Primera Combatiente) შე­არ­ქვა, რად­გან ტერ­მი­ნი "პირ­ვე­ლი ლედი" ჩა­ვის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის­თვის ზედ­მე­ტად არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. თუმ­ცა, სი­ლია ფლო­რე­სი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე - ექ­სპერ­ტე­ბი მას მა­დუ­როს რე­ჟი­მის "რუხ კარ­დი­ნალს" და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალს უწო­დე­ბენ.

სი­ლია ფლო­რე­სი­სა და ნი­კო­ლას მა­დუ­როს ის­ტო­რია 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ფლო­რე­სი იყო იმ ად­ვო­კატ­თა ჯგუფ­ში, რო­მელ­მაც 1992 წლის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში მყო­ფი უგო ჩა­ვე­სი და­იც­ვა. სწო­რედ მის­მა სა­მარ­თლებ­რივ­მა ბრძო­ლამ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი - 1994 წელს ჩა­ვე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მო­ვი­და.

მა­დუ­რომ და ფლო­რეს­მა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­სა და ჩა­ვე­სის მხარ­დამ­ჭერ კამ­პა­ნი­ებ­ში გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. მას შემ­დეგ ისი­ნი გა­ნუყ­რე­ლი წყვი­ლია, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 2013 წელს, 20-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ.

სი­ლია ფლო­რესს მა­დუ­რო­ზე არა­ნაკ­ლებ შთამ­ბეჭ­და­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი "სივი" აქვს:

პირ­ვე­ლი ქალი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე: მან შეც­ვა­ლა სა­კუ­თა­რი ქმა­რი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის სპი­კე­რის პოსტზე, რო­დე­საც მა­დუ­რო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და.

სწო­რედ მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს აეკ­რძა­ლათ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლა და მუ­შა­ო­ბა.

მას ეკა­ვა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტიც, რი­თაც რე­ჟი­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი სიმ­ყა­რე უზ­რუნ­ველ­ყო.

ფლო­რე­სის სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­დალ­ში. 2015 წელს მისი ორი ძმის­შვი­ლი აშშ-ის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ (DEA) ჰა­ი­ტი­ზე და­ა­კა­ვა. მათ ბრა­ლად ედე­ბო­დათ აშშ-ში დიდი ოდე­ნო­ბით კო­კა­ი­ნის შე­ტა­ნის მცდე­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფლო­რე­სი ამას "გა­ტა­ცე­ბას" უწო­დებ­და, მის ნა­თე­სა­ვებს 18 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის ფარ­გლებ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს).

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფლო­რე­სი მა­დუ­როს­თვის არა მხო­ლოდ ცოლი, არა­მედ უმ­თავ­რე­სი მრჩე­ვე­ლია. რო­დე­საც ჩა­ვე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­დუ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობ­და, სწო­რედ სი­ლი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ალღო და­ეხ­მა­რა მას კონ­კუ­რენ­ტე­ბის ჩა­მო­ცი­ლე­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლებ­ში ის უფრო "მზრუნ­ვე­ლი დე­დის" იმიჯს ირ­გებ­და და პრო­პა­გან­დის­ტულ მულ­ტფილ­მებ­შიც კი ფი­გუ­რი­რებ­და რო­გორც "სი­ლი­ტა" (Cilita), მისი რე­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ზე კვლავ უდი­დე­სი რჩე­ბო­და. დღეს, თუ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა და­დას­ტურ­და, მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ეპო­ქა მა­დუ­როს­თან ერ­თად დას­რულ­და.

ნი­კო­ლას მა­დუ­როს ერ­თა­დერ­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან არის ნი­კო­ლას მა­დუ­რო გერა, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ში "ნი­კო­ლა­სი­ტოს" (პა­ტა­რა ნი­კო­ლასს) ეძა­ხი­ან. მა­მამ ის სა­კუ­თარ "პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რედ" აქ­ცია:

სი­ლია ფლო­რესს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი ვაჟი ჰყავს: ვალ­ტე­რი, იო­სე­ლი და იოს­ვა­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­დუ­რო მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ არის, მან სა­მი­ვე მათ­გა­ნი "შვი­ლად აიყ­ვა­ნა" და სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა მის­ცა. აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სი­ლი­ას ბი­ჭე­ბი" ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ში, რაც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ამ ბრალ­დე­ბე­ბის გამო, სა­მი­ვე მათ­გა­ნი აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­შია.

წყარო: ambebi.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×